გიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს იმისათვის, რომ თქვენმა ყვავილებმა დიდხანს შეინარჩუნოს სიხისტე, ფერი და არ დაჭკნეს მალე.
1. მაცივარი – ფლორისტის საუკეთესო მეგობარი.
ყვავილების შენახვისთვის იდეალური ტემპერატურა +2°C-დან +7°C-მდეა. სწორედ ასეთ პირობებში ყვავილი „იძინებს“, არ ხმება და ინარჩუნებს ფორმას.
2. ნუ განათავსებთ ყვავილებს ხილის გვერდით
ხილი გამოყოფს ეთანოლს, რაც აჩქარებს ყვავილების დაჭკნობის პროცესს.
3. არ შეინახოთ ყვავილები მინუს გრადუსზე ქვემოთ
გაყინული ყვავილი ვიზუალურად კარგ მდგომარეობაში შეიძლება ჩანდეს, მაგრამ გალღობის შემდეგ მისი ქსოვილი სწრაფად ფუჭდება.
4. გადაჭერით ღერო
როგორც კი ყვავილს მაცივრიდან გამოიტანთ — მოჭერით ღეროს ბოლო 45 გრადუსით და ჩადგით სუფთა, ცივ წყალში. ეს ეხმარება ყვავილს სტრესის გარეშე „გადაერთოს“ ტემპერატურულ ცვლილებაზე.


