ყოველწლიური ყვავილების გამოფენა CAST, რომელიც კალიფორნიის ქალაქ გილროიში ტარდება, უკვე წლების განმავლობაში აჩვენებს, თუ როგორ ვითარდება გლობალური ყვავილების ინდუსტრია. მას ხშირად “ყვავილების მოდის კვირეულსაც” უწოდებენ — და სრულიად დამსახურებულად.
დღესდღეობით, მხოლოდ ყვავილის სილამაზე აღარ კმარა. კომპანიები, როგორიცაა Syngenta Flowers, ქმნიან ახალ ჯიშებს, რომლებიც უნდა იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ გამძლე, დაავადებებისადმი მდგრადი, სწრაფად მზარდი და მარტივად გასაზრდელი როგორც ფერმერისთვის, ასევე მებაღისთვის.
- მოთხოვნები იცვლება — ყვავილები დღეს უნდა იყოს მორგებული ურბანულ სივრცეებზე, აივნებზე და პატარა კონტეინერებში გასაშენებლად.
- კლიმატის ცვლილება — ახლა არჩევენ ყვავილის ისეთ ჯიშებს, რომლებიც სიცხეს და უწყლობას გაუძლებს, რადგან სხვადასხვა რეგიონებში ამინდი სულ უფრო ხშირად ექსტრემალური ხდება.
- ციფრული თაობა — ახალი მებაღეები ვიდეოგზით სწავლობენ და ყვავილების შერჩევა ონლაინ ურჩევნიათ. Syngenta-მაც შექმნა პლატფორმა “webCAST”, რომელიც გამოფენის ციფრულად ნახვის საშუალებას იძლევა.
- მეცნიერება და ტექნოლოგია ყვავილების უკან — ერთ ჯიშზე შესაძლოა ათწლეულიც კი დახარჯონ, როგორც ეს მოხდა Calliope ჟერანიუმის შემთხვევაში, რომლის განვითარებასაც 14 წელი დასჭირდა.
მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ფერები (მაგ. შავი პეტუნია) ყურადღებას იპყრობს, მასობრივ ქსელებში გაყიდვა რთულია. თუმცა ტრადიციული ფერები — წითელი, თეთრი და ლურჯი — კვლავ ლიდერობენ.
ყოველი ახალი ჯიში — ეს არის წონასწორობის ძიება სილამაზეს, ტექნიკურ ეფექტურობასა და მომხმარებლის მოთხოვნებს შორის. და ეს გამოწვევები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ, როცა Glenn Goldsmith-მა პირველად გახსნა თავისი სათბური თითქმის 60 წლის წინ.


