წესები და პირობები

ბოლო განახლება: 23.10.2025

ვებსაიტი:  floristi.ge

ელ. ფოსტა: info@floristi.ge

ტელეფონი: 032 211 52 22


 მომსახურების პირობები

 

 

წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს თქვენს და ჩვენს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს.  თქვენს  მიერ „ვეთანხმები“-ს მონიშვნა გულისხმობს, რომ გაეცანით დოკუმენტს, ადასტურებთ მას და აცნობიერებთ, რომ თქვენსა და ჩვენს შორის ურთიერთობა განიმარტება ამ დოკუმენტის თანახმად.          

ეს დოკუმენტი წარმოადგენს სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე გარიგებას თქვენს და ჩვენს შორის და არეგულირებს პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის პროცესს პლატფორმის მეშვეობით, ასევე, პლატფორმით სარგებლობის წესებს.

ყიდვა – გაყიდვა გულისხმობს, თქვენს მიერ პალტფორმაზე შერჩეული პროდუქციის, ჩვენს მიერ საკუთრებაში გადმოცემას,  პროდუქციის ფასის გადახდის სანაცვლოდ.

თქვენს მიერ პროდუქციის შეძენა შეიძლება მოხდეს პერიოდულად, კონკრეტული შეკვეთების სახით და ყოველ ჯერზე ჩაითვლება რომ თითოეული შეკვეთის მიმართ ჩვენს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დარეგულირებულია წინამდებარე დოკუმენტით.

  1. ტერმინთა განმარტება

 

  • ჩვენ” ან ”FLORIST” – იგულისხმება იურიდიული პირი შპს “ინვესტორი” – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული და მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო ნომერი: 400158501, რომელიც ფლობს და წარმოადგენს floristi.ge მესაკუთრეს, აქვს ლეგალური უფლებამოსილება მართოს პლატფორმა და განახორციელოს პლატფორმით შეთავაზებული პროდუქციის რეალიზება.                                           
  • ‘’თქვენ’’ ან ‘’მომხმარებელი’’ –               პირი, რომელიც დარეგისტრირდა პლატფორმაზე, სარგებლობს პლატფორმით და მისი საშუალებით იძენს პროდუქციას/დებს ნასყიდობის ხელშეკრულებას ჩვენთან.
  • ‘’პლატფორმა’’ – floristi.ge
  • ‘’პროდუქცია’’ – პლატფორმაზე განთავსებული მოძრავი ნივთები, რომელიც შესაძლებელია შეძენილი იქნას თქვენს მიერ.              
  • ‘’ანგარიში’’ – პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის პირადი სივრცე, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი სარგებლობს პლატფორმით და დებს ნასყიდობის ხელშეკრულებას ჩვენთან/იძენს პროდუქციას.
  • ‘’ფასი’’ – პროდუქციის ღირებულება, რომელიც თითოეული პროდუქციისათვის მითითებულია პლატფორმაზე და რომლის გადახდა მომხმარებლის მიერ, წარმოადგენს მის მიერ პროდუქციის შეძენის წინაპირობას.
  • ‘’ელექტრონული ფოსტა’’ – მომხმარებელთან დაკავშირებული და მის მფლობელობაში არსებული, მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მან მიუთითა ანგარიშის შექმნისას.                                                                                       
  • ‘’ტელეფონის ნომერი’’ – მომხმარებელთან დაკავშირებული და მის მფლობელობაში არსებული, მოქმედი ტელეფონის ნომერი რომელიც მან მიუთითა ანგარიშის შექმნისას.
  • ‘’არა-ავტორიზირებული სარგებლობა’’ – ანგარიშის გამოყენება/ანგარიშთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობა იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ მინიჭებია მომხმარებლის მიერ.                             
  • ‘’მხარე’’ – FLORIST და მომხმარებელი, მოხსენიებული ცალ-ცალკე.
  • ‘’მხარეები’’ – FLORIST და მომხმარებელი მოხსენიებული ერთობლივად.
  • ‘’მესამე პირი’’ – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, ადმინისტრაციული/საჯარო ორგანო ან სხვა სამართლებრივი სუბიექტი, გარდა მომხმარებლისა და FLORIST -სა.

2. არსებითი პირობები

  • პლატფორმის მეშვეობით ხდება ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, რომლის საფუძველზეც, თქვენ იხდით პროდუქციის ფასს, ხოლო ჩვენ საკუთრების უფლებას გადმოგცემთ პროდუქციაზე.
  • თქვენს მიერ შესაძენი პროდუქციის შერჩევა [ტიპი, რაოდენობა] ხდება პლატფორმაზე, შესაბამისი ნების [მონიშვნების] გამოვლენით.
  • თქვენ ვალდებულნი ხართ გადახდამდე შეამოწმოთ შეკვეთის დეტალები და შეცვალოთ ან გააუქმოთ იგი მანამ, ვიდრე განახორციელებთ შეკვეთას – დადებთ ნასყიდობის ხელშეკრულებას პლატფორმის მეშვეობით.
  • თუ თქვენ ხართ მეწარმე ფიზიკური პირი, თითოუელი შეძენისას უნდა მიუთითით, იძენთ ინდივიდუალურად, პირადი მიზნებისათვის, თუ იძენთ როგორც მეწარმე – სამეწარმეო საქმიანობისათვის.

3. პლატფორმაზე რეგისტრაცია/ანგარიშის შექმნა

 

  • თუ პირს სურს პლატფორმაზე მომხმარებლად რეგისტრაცია და შესაბამისად ანგარიშის შექმნა, იგი გამოხატავს შესაბამის ნებას  პლატფორმაზე და გვაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას.
  • მომხმარებლის ანგარიშიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ითვლება მომხმარებლის მიერ ნების გამოვლენად.
  • თუ ანგარიში იქმნება იურიდიული პირის ან სხვა სახის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, იგულისხმება, რომ ნებას გამოხატავს/ანგარიშს ქმნის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, მაგალითად – დირექტორი.
  • თუ მომხმარებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, იგი ვალდებულია მიუთითოს მის პირადობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული სახელი და გვარი, ამავე დოკუმენტში მითითებული იდენტური ანბანური სიმბოლოების გამოყენებით (იგულისხმება როგორც ქართული, ისე ლათინური სიმბოლოების გამოყენება).
  • თუ მომხმარებელს წარმოადგენს ფიზიკური პირი, იგი ადასტურებს რომ არის 18 წელს მიღწერული ქმედუნარიანი პირი.
  • თუ მომხმარებელი წარმოადგენს იურიდიულ პირს, იგი ვალდებულია თავის სახელწოდებაში მიუთითოს ის საფირმო სახელწოდება, რომლითაც რეგისტრირებულია შესაბამის ოფიციალურ სახელმწიფო რეესტრში, სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებული იდენტური ანბანური სიმბოლოების გამოყენებით (იგულისხმება როგორც ქართული, ისე ლათინური სიმბოლოების გამოყენება).
  • თუ მომხმარებელი წარმოადგენს იურიდიულ პირს, იგი ვალდებულია მიუთითოს იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მას მინიჭებული აქვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
  • თუ მომხმარებელს წარმოადგენს ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, იგი ვალდებულია თავის სახელწოდებაში მიუთითოს ის საფირმო სახელწოდება რომელიც მას მითითებული აქვს მის სადამფუძნებლო დოკუმენტებში (ყველა ცვლილების გათვალისწინებით).
  • მომხმარებელმა პლატფორმაზე იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია უნდა გაიროს უნიკალური და მხოლოდ მის მფლობელობაში/მასთან ასოცირებული ელექტრონული ფოსტით, ტელეფონოს ნომრით, და სახელით/ გვარით ან საფირმო სახელწოდებით. არ შეიძლება ორ ან მეტ მომხმარებელს ჰქონდეს რომელიმე რეკვიზიტი იდენტური.

4. პროდუქციის შესახებ

 

  • ყველა პროდუქცია არის ფიზიკური ნივთი და წარმოდგენილია ფოტოსურათებით, აღწერით და მახასიათებლებით.
  • ყველა პროდუქცია უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლოა.
  • პროდუქციის ფოტოები შეიძლება განსხვავდებოდეს ვიზუალურად რეალურისგან განათებისა და ეკრანის პარამეტრების მიხედვით.
  • გამონაკლის შემთხვევაში, ტექნიკური ხარვეზის საფუძველზე, შესაძლებელია რომ შეკვეთილი პროდუქცია არ იყოს ჩვენს საწყობში, ასეთ შემთხვევაში ჩვენ დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებით ალტერნატიული შეთანხმების გასაფორმებლად ან/და არსებულის გაუქმების მიზნით.

 

 

5. ანგარიშსწორება

 

  • პროდუქციის ფასის გადახდა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით: ა) უშალოდ პლატფორმაზე, საგადახდო ბარათის გამოყენებით ბ) პროდუქციის მოტანისას, ნაღდი ანგარიშსწორებით გ) შემდგომი გადახდის პირობით.
  • ნაღდი ანგარიშსწირებების თან უნდა გქონდეთ ფასის ზუსტი შესაბამისი თანხა, რათა შესაძლებელია კურიერს არ აღმოაჩნდეს თქვენს მიერ მოწოდებულ თანხასა და ფასს შორის სხვაობა.
  • თუ თქვენ გსურთ რომ პროდუქცია შეიძინოთ შემდგომი გადახდის პირობებით, ასეთი მოთხოვნა თქვენს მიერ გამოგზავნილი უნდა იყოს პლატფორმის მეშვეობით. ჩვენს მიერ განხილული იქნება თქვენი შემოთავაზება და ა) ვუარყოფთ ან ბ) დაგიდასტურებთ. დადასტურებთ ჩაითვლება რომ ჩვენს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება შემდგომი გადახდის პირობით.
  • შემდგომი გადახდის პირობა გულისხმოს პროდუქციის ფასის გადახდას შეძენიდან 3 [სამი] თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მომხმარებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, გადაუხდელი თანხის 0.1 % ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
  • პლატფორმაზე მითითებული პროდუქციის ფასი მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ).
  • გადახდის განხორცილების დროს მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს მხოლოდ გადახდის ლეგალური და ვალიდური საშუალებები (მაგალითად, საგადახდო/საბანკო/ ბარათები) და სწორად და ზუსტად მიაწოდოს FLORIST -ს ინფორმაცია გადახდის საშულებების შესახებ.
  • თუ მომმარებლის მიერ გადახდა ხდება უშალოდ პლატფორმაზე, საგადახდო ბარათის გამოყენებით მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა პლატფორმიდან გადამისამართდეს ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ. ჩვენ არ გვაქვს წდომა ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე. ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
  • FLORIST -ს უფლება აქვს პერიოდულად დააწესოს ფასდაკლებები და სხვა სახის შეღავათები, თუმცა აღნიშნული არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ეს ფასდაკლება/შეღავათი იმოქმედებს მუდმივად. შესაბამისად, ფასდაკლება/შეღავათი იმოქმედებს იმ პირობებით და ვადით, რომელიც განსაზღვრული იქნება თავად FLORIST -ს მიერ.
  • FLORIST პასუხს არ აგებს არავითარ გადასახადზე თუ მოსაკრებელზე, საბანკო გადარიცხვის საკომისიოზე და სხვა ხარჯზე, თუ ასეთი გადასახადი, მოსაკრებელი, საკომისიო ან/და ხარჯი წარმოეშვა/წარმოეშობა მომხმარებელს გადახდის განხორციელებისას.
  • ჩვენს მიერ საგადასახადო ანგარიშგებების დოკუმენტები ფორმირდება თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის [სახელწოდება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი და ა.შ.] მიხედვით.

6. მიწოდება

 

  • მიწოდება ხდება საქართველოს მასშტაბით, შეკვეთის გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
  • წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის შეკვეთის გაფორმება ნიშნავს: ა) საგადახდო ბარათის გადახდისას – გადახდის დასრულება ბ) ნაღდი ანგარიშწორებისას – შეკვეთის დადასტურებას თქვენს მიერ 3) შემდგომი გადახდის პირობებისას – ჩვენს და თქვენს შორის შეთანხმების თარიღი.
  • საქონლის შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი გადადის მომხმარებელზე პროდუქციის ჩაბარებისთანავე.
  • ჩვენი კურიერი წინასწარ დაგირეკავთ პროდუქციის მოტანის შესახებ. თუ ვერ მოხერხდა თქვენთან დაკავშირებით ან/და მისამართზე ვერ/არ მიიღეთ პროდუქცია, იგი შეინახება ჩვენს საწყობში და თქვენ ვალდებულნი იქნებით თავად გაიტანოთ იგი, ხოლო ტრანსპორტირების საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
  • მიწოდებისათვის ჩვენ გამოვიყენებთ იმ მისამართს რომელიც მიუთითეთ პლატფორმაზე როგორც თქვენი საკონტაქტო მისამართი, თუ კონკრეტული შეკვეთის დროს – თქვენ არ მიუთითეთ სხვა მისამართი.
  • მიწოდების ფასები მითითებულია პლატფორმაზე და შეიძლება დამოკიდებული იყოს მიწოდების ადგილზე ან/და მისაწოდებელი პროდუქციის საერთო ფასზე. ჩვენ უფლება გვაქვს ცალმხრივად შეცვალოთ მიწოდების ფასი.
  • თქვენს პლატფორმის მეშვეობით ასევე უფლება აქვთ აირჩიოთ შეძენილი პროდუქციის გატანის მომსახურება ჩვენი სავაჭრო წერტილებიდან/საწყობებიდან.

                                                                                                                                                  

7. მომხმარებლის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

 

  • მომხმარებელი ვალდებულია:
    • სათანადოდ მოახდინოს მისი ანგარიშის კონფიგურაცია
    • გამოიყენოს კონტროლის და ვერიფიკაციის არსებული მექანიზმები (უსაფრთხოების მექანიზმების ჩათვლით).
    • დაუყოვნებლივ აცნობოს FLORIST-ს მისი ანგარიშის არა-ავტორიზებულ გამოყენების, ან ასეთი გამოყენების საფრთხის თაობაზე.                                                                                                                                       
  • მომხმარებელი პასუხისმგებელია:
    • პლატფორმით სარგებლობასთან დაკავშირებით გამოყენებული მოწყობილობების, ქსელების და სხვა გამომთვლელი რესურსების მუშაობაზე და უსაფრთხოებაზე                                                                                          
    • მომხმარებლის მიერ მისი ანგარიშის, ვერიფიკაციისთვის/შესვლისთვის საჭირო რეკვიზიტების (მაგალითად, პაროლი, ტელეფონის ნომერი) კონფიდენციალურად დაცვაზე.
    • უსაფრთხო ინტერნეტ კავშირზე.

 

8. ხელშეკრულებაზე უარის თქმის გაუქმების უფლება

 

  • წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება იმ მომხმარებელ ფიზიკურ პირზე რომლის მიერაც პროდუქციის შეძენა ხდება პირადი პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.
  • თუ ფიზიკური პირი მომხმარებელი პროდუქციას იძენს როგორც მეწარმე [ინდ.მეწარმე], მასზე არ ვრცელდება წინამდებარე მუხლი.
  • მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • ამ მუხლის მიზნებისათვის ხელშეკრულებად ითვლება მომხმარებლის მიერ კონკრეტული შეკვეთის საფუძველზე შეძენილ პროდუქციასთან დაკავშირებული გარიგება.
  • ზემოაღნიშნული 14 დღე აითვლება მომხმარებლის მიერ პროდუქციის მფლობელობაში მიღებიდან.
  • მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის უკან დაბრუნების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა ჩვენს მიერ შეთავაზებული საკურიერო მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან.
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
    • ხელშეკრულებით მიწოდებული პროდუქცია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული.
    • მიწოდებული პროდუქცია მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს.
    • მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული პროდუქცია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, პროდუქციის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო.
    • მიწოდებული პროდუქცია მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა ნივთს.
    • მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა.
    • მიწოდებულ იქნა ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მათი/მისი მიწოდების საფუძველი სააბონენტო ხელშეკრულებაა.
  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება უნდა მოგვეწოდოს ელ. ფოსტაზე და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) შეკვეთის თარიღი ბ) შეკვეთის მიღების თარიღი გ) მომხმარებლის სახელი; დ) პროდუქციის აღწერა/დასახელება ე) მომხმარებლის მისამართი ვ) თარიღი ზ) მომხმარებლის ნება რომ უარს ამბობს მითითებულ შეკვეთაზე.
  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაგვიბრუნოს პროდუქცია უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჩვენ უფლება გვაქვს შემოგთავაზოთ ჩვენი ხარჯებით პროდუქციის უკან წაღება და თქვენ ვალდებულნი ხართ ისარგებლოთ ამ მომსახურებით.
  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პროდუქციის უკან დაბრუნების შემდეგ, ჩვენ აგინაზღაურებთ თქვენს მიერ გადახდილ თანხას, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯს.
  • ჩვენ ვალდებულნი არ ვართ ავანაზღაუროთ ის თანხა, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ მიერ არასტანდარტული ან ჩვენს მიერ შეთავაზებული დაბრუნების მომსახურებაზე უფრო ძვირი მომსახურების არჩევასთან.

9. ინტელექტუალური საკუთრება

                      

  • პლატფორმა FLORIST -ს ინტელექტუალურ საკუთრებას და პლატფორმასთან დაკავშირებით ნებისმიერი და ყველა სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის FLORIST -ს.                                                                         
  • მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ პლატფორმის გამოყენებისას იგი არ დაარღვევს FLORIST -ს ინტელექტუალურ საკუთრებას და არ განახორციელებს პლატფორმის/ვებსაიტის დეკომპილაციას, რევერსიულ ინჟინერიას (ინგ. reverse engineering), დაშლას (ინგ. disassemble) ან იმგვარ ქმედებას, რომელიც გამოიწვევს პლატფორმის/ვებსაიტის source code-ის მიღებას/ამოღებას ან/და FLORIST -ს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევას.                                                           
  • პლატფორმაზე განთავსებული სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, ნიშნები (შემდგომში „სავაჭრო ნიშნები“) წარმოადგენს FLORIST -ს საკუთრებას და აქვს მათი კანონიერად გამოყენების უფლება, ამის საპირისპიროდ მომხმარებელს არ აქვს მათი გამოყენების, მითითების ან გავრცელების უფლება FLORIST -ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა.                                                                         

10. პასუხისმგებლობის გამორიცხვა/შეზღუდვა                                                                                                          

  • FLORIST არ არის პასუხისმგებელი არავითარ ზიანზე, ხარჯზე თუ დანაკარგზე ანგარიშის არა-ავტორიზებული გამოყენების შემთხვევაში.
  • მომხმარებელი ვალდებულია FLORIST დაიცვას მესამე პირების საჩივრებისგან, ვალდებულებისგან და აუნაზღაუროს FLORIST -ს ნებისმიერი ზიანი, დანაკარგი და ხარჯების (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ადვოკატის ხარჯები), რომლებიც უკავშირდება: (ა) მომხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობას (ბ) ხელშეკრულების დარღვევას მომხმარებლის მიერ. (გ) მომხმარებლის მიერ რომელიმე მესამე პირის ინტელექტუალური ან სხვა უფლებების დარღვევას. ან/და (დ) FLORIST -ს სერვისების ფარგლებში დამუშავებული მონაცემების სახეობას და შინაარს.
  • შესაძლოა FLORIST -მ პლატფორმაზე განათავსოს მესამე პირების სერვისების ან/და რესურსების ბმულები, რომლებსაც FLORIST ვერ აკონტროლებს. FLORIST არ იძლევა გარანტიას მესამე პირის შინაარსის და მომსახურების ხარისხზე, შესაფერისობაზე, გამართულობაზე და კანონიერებაზე. ამასთან, FLORIST -ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამგვარი მესამე პირ(ებ)ის სერვისების და რესურსების ბმულების შინაარსზე, მომსახურების ხარისხზე, შესაფერისობაზე, გამართულობასა ან/და კანონიერებაზე.                                                                                                                                                                                 

11. უსაფრთხოება

 

  • მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ანგარიშის უსაფრთხოება და არ დაუშვას მესამე პირ(ებ)ის მიერ ანგარიშზე წვდომა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მის ანგარიშზე წვდომა მოიპოვა მესამე პირმა, მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გვაცნობს ჩვენ, შევაჩერებთ ან/და დავბლოკავთ ანგარიშს. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაუყოვნებლივ არ აცნობებს FLORIST-ს ანგარიშის არაავტორიზებული წვდომის შესახებ, ანგარიშიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ითვლება მომხმარებლის მიერ განხორციელებულად.
  • მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეგვატყობინოს ჩვენ თუ დაფიქსირდება მისი ანგარიშის არა-ავტორიზებული გამოყენება ან შეიქმნება ასეთი გამოყენების საფრთხე.
  • მომხმარებელი პასუხისმგებელია, რომ კონფიდენციალურად შეინახოს მომხმარებლის სახელი და პაროლი და არ მისცეს მესამე პირებს ანგარიშის არა-ავტორიზებული სარგებლობის უფლება

12. განცხადებები და გარანტიები

                                                                            

  • პლატფორმაზე რეგისტრაციით და პლატფორმით სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:                                           
    • (1) ის არ არღვევს სხვა პირის ინტელექტუალური თუ სხვა სახის უფლებას, კანონს, კანონქვემდებარე აქტებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას, მესამე პირთა უფლებებს თუ სხვა შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნას და რეგულაციას. (2) მიზნად არ ისახავს კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას ან ასეთი ქმედების დაგეგმვას. (3) არ ახორცილებს მესამე პირების კანონიერი უფლებების დარღვევას/შელახვას. (4) არ იწვევს ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის დარღვევას/თავის არიდებას ან/და არ იწვევს ფულის გათეთრებისათვის საფუძვლების შექმნას. ან/და (5) არ ავრცელებს კომპიუტერულ ვირუსს ან სხვა სახის საფრთხეს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მესამე პირები ან/და დაარღვიოს მათი უფლებები.                                                 
    • არის უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი ფიზიკური/იურიდიული პირი.
    • მის მიერ ჩვენთვის მიწოდებული ინფორმაცია არის სწორი, ზუსტი და არ არის შეცდომაში შემყვანი.                                                 
    • მოპოვებული აქვს ნებისმიერი და ყველა თანხმობა/ნებართვა/უფლებამოსილება, რაც შეიძლება საჭირო იყოს მის მიერ პლატფორმით სარგებლობისათვის.    
    • მომხმარებელი იურიდიული პირის შემთხვევაში, პირი, რომელიც ქმნის და მართავს ანგარიშს, უფლებამოსილია წარმოადგინოს/იმოქმედოს იურიდიული პირის სახელით.                   
    • პლატფორმით სარგებლობა არ არღვევს მის მიერ სხვა ხელშეკრულებას/შეთანხმებას/კანონქვემდებარე თუ საკანონმდებლო აქტს/შიდა კორპორაციულ წესს და რეგულაციას.                                                     
    • არ გამოიყენებს პლატფორმას არალეგალური/კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის.                                                                    
    • არ გამოიყენებს პლატფორმას კომპიუტერული ვირუსების გავრცელების ან/და სხვა ისეთი ელექტრონული ჩარევისთვის, რამაც შეიძლება დააზარალოს პლატფორმა, მესამე პირები, სხვა მომხმარებლები, შეაღწიოს სხვა პირის პირად ელექტრონულ სივრცეში ან/და არალეგალურად მოიპოვოს პირადი, კომერციული თუ სხვა სახის ინფორმაცია.                                                     
    • პლატფორმით არ ისარგებლებს მესამე პირის სახელით ან/და ისეთი რეკვიზიტებით (სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ლოგოს გამოყენება და ა.შ.), რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს აღრევა ან შეცდომაში შეყვანა მომხმარებლის ვინაობასთან დაკავშირებით.                                                                    
    • არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს/ელ.ფოსტას/საიდენტიფიკაციო მონაცემებს.                                                                                   
    • არ განახორციელებს იმგვარ ქმედებას, რომელიც იწვევს/შესაძლოა გამოიწვიო პლატფორმის ცალკეული ფუნქციონალ(ებ)ის (მათ შორის, პლატფორმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქციონალ(ებ)ის) მოშლას, განადგურებას, დაზიანებას, მწყობრიდან გამოყვანას ან/და სხვაგვარ ხელშეშლას.                                                                                                                                     

13. ცვლილებები და შეტყობინებები

                                     

  • FLORIST უფლებამოსილია დროდადრო ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დოკუმენტში, რაც გულისხმობს, რომ შეცვლილი პირობები ავტომატურად გავრცელდება მომხმარებელზე და ექნება სავალდებულო სამართლებრივი ძალა. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აგრძელებს პლატფორმით სარგებლობას FLORIS -ს მიერ ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის შეტანის შემდგომ, ითვლება, რომ მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულ შეცვლილ/განახლებულ პირობებს.                                                                                                                                    
  • პირობების შეცვლის შესახებ მომხმარებელს ეცნობება პლატფორმაზე შესვლისას/ავტორიზაციისას. შეტყობინების ფორმის შერჩევა წარმოადგენს FLORIST -ს უფლებამოსილებას.                                                                                                                                               
  • ჩვენ თქვენთან საკომუნიკაციოდ გამოვიყენებთ თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტას, ტელეფონის ნომერს და მომხმარებლის ანგარიშს. რეგისტრირებულ ელ. ფოსტაზე, ტელეფონის ნომერზე ან მომხმარებლის ანგარიშზე შეტყობინების გაგზავნა ითვლება სამართლებრივი ძალის მქონე ნების გამოვლენად.

14. ფორს – მაჟორი

                                                                            

  • მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის ფორს-მაჟორის შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.                                                                
  • ფორს მაჟორად განიხილება მხარეთათვის გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ, რომლებიც ერთობლივად აკმაყოფილებენ შემდეგ წინაპირობებს: ა] არ არსებობდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტისათვის ბ] მხარეებს არ შეეძლოთ წინასწარ ევარაუდათ გ] პირდაპირ და უშუალოდ შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას ან უფლების რეალიზებას.
  • თუ ნებისმიერმა ზემოთნახსენებმა გარემოებებმა უშუალოდ იმოქმედა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროს თანაბარზომიერად გაიზრდება.
  • ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების ამოწურვის შემდგომ მხარეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ფორს-მაჟორული გარემოებების შედეგად გადავადებული ვალდებულებები.                                                                                                                                             

15. გამოსაყენებელი სამართალი და დავის გადაწყვეტა

                      

  • დავათა უმრავლესობა შეიძლება გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე და მესამე პირ(ებ)ის მიერ განხილვის გარეშე, შესაბამისად, სადავო საკითხის არსებობის შემთხვევაში, სხვა ზომების მიღებამდე მომხმარებელი მიზანშეწონილია დაუკავშირდეს FLORIST -ს შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე – info@floristi.ge, მოკლედ აღწეროს პრეტენზიის საგანი, მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია (ასევე, მომხმარებლის სახელი, თუ პრეტენზია უკავშირდება მომხმარებლის ანგარიშს).                 
  • მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი და ყველა დავა განიხილება და გადაწყდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
  • მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.                                                                                                                                                   

16. პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტა

 

  • მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პლატფორმით სარგებლობა ანგარიშის გაუქმებით.
  • FLORIST _ ს უფლება აქვს გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებს და პირობებს ან კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
  • ანგარიშის გაუქმება გულისხმობს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტას, ამასთან შეწყვეტამდე წარმოშობილი უფლება – მოვალებები ექვემდებარება მხარეთა მიერ შესრულებას.

17. დასკვნითი დებულებები        

                                                    

  • მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირ(ებ)ს გადასცეს ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება.
  • აამ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და მხარეთა მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.  
  • ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
  • პირობების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით (მათ შორის, ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
  • პირობების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.