კონფიდენციალურობის პოლიტიკა

  1. ჩვენს შესახებ:

 

1.1. შპს ინვესტორი [შემდგომში FLORIST ან „ჩვენ“] არის იურიდიული პირი რომელიც თქვენი მონაცემების დამუშავებისას მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი [დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი]

1.2. ს/ნ: 400158501

1.3. იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ერწოს ქ., N4, კორ. N3, ბ. N63

1.4. ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@floristi.ge

1.5. ტელეფონის ნომერი: 032 211 52 22

1.6. ვებსაიტი: floristi.ge

2. წინამდებარე დოკუმენტის მიზანი:

თქვენთვის ცნობილი იყოს როგორ ამუშავებს და იყენებს FLORIST თქვენს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის:

2.1. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები.

2.2. რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს მომხმარებლად ან/და იძენთ პროდუქციას.

2.3. როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები და როგორ არის უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა, ხელმისაწვდომობა და მთლიანობა

2.4. FLORIST მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებების დაცვა.

3. ზოგადი დებულებები

3.1. თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით და ამავე კანონით განსაზღვრული საფუძვლებით. მიზნები და საფუძვლები მითითებულია ქვემოთ.

3.2. ჩვენ არ დავამუშავებთ თქვენს მონაცემებს  წინასწარ განსაზღვრული მიზნისგან განსახვავებული მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

3.3. თქვენი მონაცემების დამუშავებისას დაცული იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი.

3.4. მაქსიმალურად დავიცავთ მონაცემებს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომების გამოყენებით..

3.5. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

4. დამუშავებული მონაცემები:

 

4.1. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს: სახელი/გვარი/საფირმო სახელწოდება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მისამართი.

4.2. ზემოაღნიშნული ინფორმაცია საჭიროა თქვენს მომხმარებლად რეგისტრაციისათვის პლატფორმაზე.

4.3. გარდა ზემოაღნიშნული მაიდენტიფიცირებელი მონაცემებისა – ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ მონაცემები რომელსაც თქვენ მიაწოდებთ FLORIST_ს შეკვეთის განხორციელების ან/და პლატფორმით სარგებლობის რომელიმე ეტაპზე. მათ შორის:

       ფინანსური და ტრანზაქციული – ინფორმაცია რომ თქვენ გადაიხადეთ პროდუქციის ღირებულება.

       ტექნოლოგიური – ინფორმაცია იმ ტექნიკა/მოწყობილობების შესახებ, რომლებსაც იყენებთ ჩვენი პლატფორმით სარგებლობისას.

       ლოკაციური – მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მივიღოთ თქვენი მობილური ტელეფონის                                    საშუალებით,  კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან ან იმ ობიექტის ადგილმდებარეობიდან, საიდანაც ამყარებთ ინტერნეტ კავშირს.

4.4. სასურველი პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი, ანგარიშსწორების მიზნით, ირჩევს მისთვის ხელსაყრელ ანგარიშსწორების გზას, გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას მხოლოდ მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების განხორცილების ფაქტის შესახებ.

 

5. მზა ჩანაწერები [COOKIES]

5.1. ჩვენ ვიყენებთ Cookie ფაილებს. Cookie არის მცირე ტექსტური ფაილი, ე.წ. „მზა ჩანაწერები“, რომელსაც ვებსაიტი აგზავნის და ინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებსაიტს. მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ვიზიტორის, ვებსაიტზე განხორციელებული ქმედებების და ვებსაიტის მისამართის შესახებ. „მზა ჩანაწერები” მოქმედებენ როგორც ერთგვარი “მეხსიერება,” რომელიც იმახსოვრებს თქვენს ქცევას ვებსაიტზე სტუმრობისას და საშუალებას გვაძლევს წინა ვიზიტების მიხედვით უკეთ მოვარგოთ მომსახურება თქვენს საჭიროებებს, რაც საბოლოოდ ქმნის უფრო პერსონალიზებულ და კომფორტულ გამოცდილებას. მეტი ინფორმაცია Cookies შესახებ: https://allaboutcookies.org/

5.2. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ვებსაიტზე თქვენი ვიზიტის შესახებ, შემდეგი სახის Cookie ფაილების გამოყენებით:

5.2.1. აუცილებელი Cookie ფაილები: უზრუნველყოფენ ვებსაიტის შეუფერხებლად მუშაობას და ინახავენ მონაცემებს, როგორიცაა, ინფორმაცია თქვენი ვიზიტის, IP მისამართის, ვებსაიტის მისამართის, ვებსაიტის შიგნით გავლილი გზის შესახებ და სხვა ისეთ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციების გამოსაყენებლად და გასაუმჯობესებლად.

5.2.2. ფუნქციური Cookie ფაილები: ეხმარება ვებსაიტს მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციაში. აღნიშნული ფაილები არ არის აუცილებელი საიტის ძირითადი ფუნქციონირებისთვის, მაგრამ მათი გამოყენება აუმჯობესებს ვებსაიტის მუშაობას და მომხმარებლის გამოცდილებას [UX]. ფუნქციური Cookie ფაილები ინახავს: თქვენი მიერ არჩეული ენის ან/და რეგიონალური პარამეტრების შესახებ ინფორმაციას, რათა ყოველი ვიზიტისას თავიდან არ მოგიწიოთ მათი დაყენება. ასევე, თქვენს მიერ არჩეული ვიზუალის, განლაგების ან/და რეჟიმის შესახებ ინფორმაციას, არსებობის შემთხვევაში თქვენი პირადი ანგარიშის მონაცემებს და პარამეტრებს, რათა განმეორებით არ მოგიწიოთ პარამეტრების შეყვანა. ასევე, სხვა მსგავს მონაცემებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენ მიერ ვებსაიტზე განხორციელებულ ქმედებასთან, ეხმარება ვებსაიტს რომ უფრო ინტუიციური და კომფორტული გახადოს თქვენი გამოცდილება.

5.2.3. ანალიტიკური Cookie ფაილები: გამოიყენება ვებსაიტის გამოყენების ანალიზისთვის და მისი მუშაობის გაუმჯობესებისთვის. ინახავს მონაცემებს თქვენი ქცევის შესახებ, მაგალითად, რამდენ დროს ატარებთ ვებსაიტზე, რომელ ღილაკს აჭერთ, რომელ ბმულებზე გადადიხართ, რამდენად ხშირად სტუმრობთ ვებსაიტს და როგორ გადაადგილდებით [საძიებო სისტემიდან, სხვა საიტებიდან, პირდაპირ ბმულიდან და სხვა.]. Google Analytic-ის მომხმარებლის შიდა იდენტიფიკატორი – Google Analytic-ი არის მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც ვებსაიტის მფლობელს მომხმარებლებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების მიღებაში ეხმარება. ამისათვის კომპიუტერში გროვდება გარკვეული Cookies. მომხმარებლის შიდა იდენტიფიკატორი ინახება 2 წლის განმავლობაში და მისი წაშლა შესაძლებელია ვებბრაუზერის პარამეტრებიდან.

5.2.4. მარკეტინგული Cookie ფაილები: გამოიყენება თქვენი ქცევისა და ინტერესების შესწავლისთვის, რათა მოგაწოდოთ პერსონალიზებული მარკეტინგული შეთავაზებები. ამგვარი ფაილები ინახავს ინფორმაციას, როგორიც არის, იმ პროდუქციის ან სერვისების შესახებ, რომლებსაც ათვალიერებთ, ასევე, მონაცემებს, ვებსაიტზე ყოფნის დროის, შესრულებული მოქმედებების [მაგ., რეგისტრაცია, განაცხადის შევსება და სხვა] შესახებ, თუ რა პროდუქციამ გამოიწვია თქვენი ინტერესი, თქვენი ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას და სხვა ინფორმაციას რომელიც დაკავშირებულია ვებსაიტის გაუმჯობესების მარკეტინგულ მიზნებთან. მარკეტინგული Cookie ფაილების დამუშავების პროცესში ვებსაიტი იყენებს Google Tag Manager [GTM], რომელიც არის Google-ის მიერ შემუშავებული თეგების მართვის სისტემა და საშუალებას აძლევს მარკეტერებსა და დეველოპერებს ვებსაიტი ეფექტურად მოარგონ მომხმარებლის ინტერესებს. Google Tag Manager-ის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია გავამარტივოთ თეგების მართვის პროცესები, გააუმჯობესოს ვებსაიტის ფუნქციონალი და მიიღოს უფრო ღრმა ინფორმაცია მომხმარებლის ქცევაზე, დაცვისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებით.

5.2.5. სარეკლამო Cookie ფაილები: გამოიყენება თქვენს ინტერესებზე მორგებული რეკლამების მიწოდებისთვის. ეს ფაილები აგროვებს მონაცემებს თქვენი ქცევის, ინტერესებისა და პრეფერენციების შესახებ, რათა რეკლამები უფრო რელევანტური და პერსონალიზებული იყოს. ამგვარი ფაილები აგროვებენ ინფორმაციას თუ რომელი პროდუქციით და მომსახურებებით ინტერესდებით, რომელი რეკლამა მოიწონეთ ან/და უარყავით, ასევე, მონაცემს თქვენი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს გეოგრაფიულად შესაბამისი რეკლამების მიწოდება. აღნიშნული ფაილები გამოიყენება არა მხოლოდ ვებსაიტის მიერ, რომელსაც სტუმრობთ, არამედ მესამე მხარეების, მაგალითად, სარეკლამო ქსელების მიერაც. 

5.2.6. მესამე პირების Cookie ფაილები: ჩვენი ვებსაიტის ზოგიერთ გვერდზე შეიძლება სხვა ორგანიზაციებმაც/კომპანიებმაც დააყენონ თავიანთი Cookie ფაილები. ჩვენს ვებსაიტს ამ Cookie ფაილებთან წვდომა არ აქვს, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს/კომპანიებს არ აქვთ წვდომა იმ მონაცემებზე, რასაც ჩვენს ვებსაიტზე ვიყენებთ.

5.2.7. Cookie ფაილების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვამუშავებთ ვებსაიტით სარგებლობის ხარისხის [UX] გაუმჯობესების და მარკეტინგული მიზნებისთვის. ჩვენს მიერ გამოყენებული Cookie ფაილები არ ინახავს იმგვარ პერსონალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თქვენს პირდაპირ იდენტიფიცირებას. Cookies ფაილებით შეგროვებული და შენახული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა.

5.2.8. Cookie ფაილების მართვა: თქვენ შეგიძლიათ მართოთ „მზა ჩანაწერები“ [Cookies] თქვენივე ბრაუზერიდან, ამისთვის დაგეხმარებათ მითითებული ბმულები:

https://shorturl.at/eJ2jP – [Firefox]

https://shorturl.at/IwzHS – [Chrome]

https://support.apple.com/en-us/105082 – [Safari web and IOS]

6. მონაცემების დამუშავება

პერსონალური მონაცემები რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მინაცემებს [დამუშავების მიზანი] ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის შესახებ დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
სახელი/გვარი/საფირმო სახელწოდება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მისამართი
რეგისტრაციის/პროდუქციის
პროდუქციისა და მომსახურების განვითარება. კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების ეფექტურად შესრულება.

მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად[1].

 

სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მოგვაწოდებთ შეკვეთის
თქვენთვის, როგორც ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებლისთვის პროდუქციის ვებსაიტის [პლატფორმის] საშუალებით მოწოდება.
პროდუქციისა და მომსახურების განვითარება. კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების ეფექტურად შესრულება.
მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად .
განხორციელების ეტაპზე.

შესასრულებლად[2].

მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად[3].

საკომუნიკაციო მონაცემები – ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი.
მომხმარებელთან ურთიერთობის დასამყარებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბინზესის განსავითარებლად. მომხმარებლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით და მისთვის ვებსაიტის [პლატფორმის] გამოყენების საშუალებით პროდუქციის მიწოდების გამარტივებისთვის.
ჩვენი საკანონმდებლო მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება. პროცესთან რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად[4].

 მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად[5].

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად[6].

ლოკაციასთან დაკავშირებული მონაცემები [მისამართი]
პროდუქციისა და მომსახურების სამართავად და მისაწოდებლად. ხელშეკრულებით ნაკისრი ~ვალდებულებების შესრულება. დროული და ეფექტური მომსახურება, რაც გამოიხატება პროდუქციის მიწოდებაში.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მომხმარებლის უფლებების დაცვა.
მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების

შესასრულებლად[7].

 მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად[8].

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად[9].

ფინანსურ, ტრანზაქციასთან დაკავშირებული მონაცემები.
ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციების, კორპორატიული მმართველობისა და აუდიტის მართვას. მომხმარებლის უფლებების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციისთვის.
ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ჩვენი საკანონმდებლო და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება.

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად[10].

ჩვენი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად[11].

მზა ჩანაწერები „cookies“ [აუცილებელი, ფუნქციური]
თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად, თქვენთვის საინტერესო პროდუქციისა და მომსახურების იდენტიფიცირებისა და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებისთვის, თანამშრომლობის ახალი გზების
მონაცემთა განახლება, თქვენთვის საინტერსო პროდუქციისა და მომსახურების იდენტიფიცირება. პროდუქციისა და მომსახურების განვითარება.

მონაცემთა სუბიექტის თანხმობა[12].

შესამუშავებლად და ჩვენი ბინზესის განსავითარებლად. იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქციას და მომსახურებას. ვებსაიტების და მისი კომპონენტების ადაპტირებისთვის მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით. ვებსაიტის მუშაობას და მომხმარებლის გამოცდილებას [UX] გასაუმჯობესებლად.
ვებსაიტის [პლატფორმის] ხარისხის [UX] გაუმჯობესება.
[1] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.
[2] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
[3] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.
[4] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
[5] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.
[6] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
[7] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
[8] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.
[9] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
[10] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
[11] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
[12] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

7. მონაცემების გამჟღავნება

  • ჩვენ უფლება გვაქვს თქვენი მონაცემები გადავცეთ მესამე მხარეებს, შემდეგი მიზნით: 1] გადახდების დამუშავების მიზნით. 2] კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით. 3] საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
  • თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც თუ სამომავლოდ შეიცვლება ჩვენი კომპანიის სტრუქტურა. მაგალითად: 1] იმ შემთხვევაში თუ ჩვენი კომპანია გადაწყვეტს გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარი აქტივები, ან განახორციელოს შერწყმის ოპერაცია. 2] ზემოხსენებული რომელიმე პროცესის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, იმ პირობით, რომ ხსენებული მხარე წინასწარ სავალდებულოდ იკისრებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.
  • თუ ჩვენი კომპანიის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში სხვა მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი მონაცემები, აღნიშნული უნდა განხორციელდეს წინამდებარე პოლიტიკითა და კანონით განსაზღვრული წესითა და ფარგლებში.
  • ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება,  ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა.
  • ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე/გადავცეთ მონაცემები დანაშაულის დადგენის, გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

8. მონაცემების შენახვის ვადა

  • თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ იმ პროცესიდან გამომდინარე, თუ რა პროცესშიც დავამუშავეთ, მათ შორის, მივიღეთ და შევაგროვეთ მონაცემები. მონაცემების ელექტრონულად, ვებსაიტის საშუალებით, დამუშავების, მათ შორის მიღების და შეგროვების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები ინახება გერმანიაში განთავსებულ AWS-ის სერვერებზე. თქვენი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სრულად დაცულია ევროკავშირის ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) მოთხოვნები და მიღებულია სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, შესაბამისად დაცულია არამართლზომიერი ან შემთხვევითი დაზიანებისგან, დაკარგვისგან, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებისგან, განადგურებისგან, შეცვლისგან, მათზე წვდომისგან, მათი შეგროვებისგან/მოპოვებისგან ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებისგან. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მიღებულია მონაცემთა უსაფრთხოების სათანადო ორგანიზაციული, ტექნიკური და სამართლებრივი ზომები.
  • თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენს მიერ პლატფორმით სარგებლობის [ანგარიშის ფლობა] მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, სარგებლობის დასრულების [ანგარიშის გაუქმება] შემდეგ სულ მცირე 3 წლის ვადით, შემდეგი საფუძვლით:  კითხვებსა და საჩივრებზე/სარჩელებზე პასუხის გასაცემად.  თქვენ მიმართ სამართლიანი მოპყრობის დადასტურების მიზნით.  საქმისწარმოების განხორციელების მიზნებისთვის ჩვენ საქმიანობასთან მიმართებით არსებული რეგულაციის ფარგლებში. კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.
  • თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 3 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო.

9. თქვენი უფლებები

 

  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:
    • მოითხოვოთ დადასტურება იმის შესახებ მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები, დამუშავების საფუძვლის, მიზნისა და შენახვის ვადების მითითებით.
    • გაეცნოთ თქვენს შესახებ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს.
    • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.
    • მიიღოთ თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების ასლები [არსებობის შემთხვევაში].
    • მოითხოვოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებული პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვა [არსებობის შემთხვევაში].
    • მოითხოვოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობის გამოხმობა.
    • ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით გარანტირებული სხვა უფლებების რეალიზება.
  • ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც შესაძლოა გახდეს საფუძველი, რომ ვერ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა და ვერ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
  • მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი. FLORIST  ზრუნავს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაზე და დაცვაზე, ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.

10. უფლებების შეზღუდვა

  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
  • სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს.
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს.
  • დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას.
  • ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ [მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო], საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს.
  • მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
  • მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას.
  • სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.
  • სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
  •  
  • თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, FLORIST გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.

11. უსაფრთხოების ზომები

  • ჩვენ ვიღებთ აუცილებელ და საკმარის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი ინფორმაცია არაავტორიზებული ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, მოდიფიკაციისგან, დაბლოკვის, კოპირების, გავრცელებისგან, ასევე მესამე მხარის სხვა უკანონო ქმედებებისგან.
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისთვის, რაც აუცილებელია „პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.
  • ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი კიბერდამნაშავეებისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებებით განპირობებული თქვენი პერსონალური მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვაზე.

12. პოლიტიკის ცვლილება: FLORIST უფლებამოსილია, მოახდინოს წინამდებარე პოლიტიკის განახლება/შეცვლა საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ვებსაიტზე floristi.ge და ძალაშია მისი გამოყვეყნებისთანავე.