როგორ მოვჭრათ და მოვუაროთ სხვა და სხვა ტიპის ყვავილებს

What do you think?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გიზიარებთ რამდენიმე რჩევას სხვადასხვა ტიპის ყვავილებისთვის, თუ როდის უნდა მოჭრათ და როგორ მოუაროთ თითოეულ მათგანს სიცოხლის გახანგრძლივებისა და სილამაზის შესანარჩუნებლად

1. ვარდები

  • მისი მოჭრის საუკეთესო პერიოდი დილით ადრე ან გვიან საღამოა, როდესაც ისინი სრულად დატენიანებულია

2. შროშანები

  • შროშანის მოჭრის ყველაზე კარგი დროა როცა კვირტები იწყებენ გახსნას, რადგან მოჭრის შემდეგ ისინი ვაზაში გაიფურჩქნებიან და მათი ტკბობით საშუალებას მოგვცემენ

3. ორქიდეები

  • შროშანებისგან განსხვავებით ორქიდეების მოჭრა ხდება სრული ყვავილობის შემდეგ. ის უნდა მოიჭრას კვანძის ზემოთ, რადგან ხელი შეუწყოს სწორ განშტოებას

4. ტიტები

ტიტების მოჭრის საუკეთესო პერიოდი ფურცლების გახსნამდეა, რათა ვაზაში ლამაზად გაიხსნას და შეინარჩუნოს სილამაზე თუ სიცოცხლე. ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ ტიტები ვაზაშიც აგრძელებენ ზრდას, ამიტომ დარწმუნდით რომ ღეროები სრულად იქნება წყალში ჩაძირული

5. პეონი

პეონიც ტიტებისა და შროშანების მსგავსად კვირტის გახსნამდე უნდა მოიჭრას, მაშინ როდესაც აყვავების პროცესშია

6.შროშანა

შროშანა კი ორქიდეების მსგავსად ყვავილობის შემდგომ უნდა მოიჭრას, როცა ყვავილები მთლიანად გახსნილია, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს ბუნებითი სიმყარე

ყვავილების მოჭრის შემდეგ მოვლისა და მზრუნველობის პროცესი თითქმის ყოველთვის მსგავსია, რაც ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:

  • გამოიყენეთ სუფთა ვაზა და დარწმუნდით, რომ კარგად არის გაწმენდილი, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიების გამრავლება, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ყვავილებს

  • მოჭერით ღეროები 45 გრადუსიანი კუთხით, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს წყლის შთანთქმა

  • ყოველდღიურად შეცვალეთ წყალი.მტკნარი წყალი ხელს უწყობს ბაქტერიების მოშორებასა და ყვავილებს უზრუნველყოფს საჭირო ჰიდრატაციით

  • გამოიყენეთ ყვავილების საკვები, რათა დიდხანს გამოიყურებოდნენ ლამაზად და შეუნარჩუნდეთ სიცოცხლე

მსგავსი სიახლეები

მოჭრილი ყვავილის შენახვის წესები – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

გიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს იმისათვის, რომ თქვენმა ყვავილებმა დიდხანს შეინარჩუნოს სიხისტე, ფერი და არ დაჭკნეს მალე.

რჩევები თქვენი ყვავილების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისათვის

იმისთვის, რომ თქვენი ყვავილი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს სუფთა და ენერგიული, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა და ხრიკი, რომელიც უნდა დაიცვათ