მიწოდების პირობები
მიწოდება ხდება საქართველოს მასშტაბით, შეკვეთის გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის შეკვეთის გაფორმება ნიშნავს: ა) საგადახდო ბარათის გადახდისას – გადახდის დასრულება ბ) ნაღდი ანგარიშწორებისას – შეკვეთის დადასტურებას თქვენს მიერ 3) შემდგომი გადახდის პირობებისას – ჩვენს და თქვენს შორის შეთანხმების თარიღი.
საქონლის შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი გადადის მომხმარებელზე პროდუქციის ჩაბარებისთანავე.
ჩვენი კურიერი წინასწარ დაგირეკავთ პროდუქციის მოტანის შესახებ. თუ ვერ მოხერხდა თქვენთან დაკავშირებით ან/და მისამართზე ვერ/არ მიიღეთ პროდუქცია, იგი შეინახება ჩვენს საწყობში და თქვენ ვალდებულნი იქნებით თავად გაიტანოთ იგი, ხოლო ტრანსპორტირების საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მიწოდებისათვის ჩვენ გამოვიყენებთ იმ მისამართს რომელიც მიუთითეთ პლატფორმაზე როგორც თქვენი საკონტაქტო მისამართი, თუ კონკრეტული შეკვეთის დროს – თქვენ არ მიუთითეთ სხვა მისამართი.
მიწოდების ფასები მითითებულია პლატფორმაზე და შეიძლება დამოკიდებული იყოს მიწოდების ადგილზე ან/და მისაწოდებელი პროდუქციის საერთო ფასზე. ჩვენ უფლება გვაქვს ცალმხრივად შეცვალოთ მიწოდების ფასი.
თქვენს პლატფორმის მეშვეობით ასევე უფლება აქვთ აირჩიოთ შეძენილი პროდუქციის გატანის მომსახურება ჩვენი სავაჭრო წერტილებიდან/საწყობებიდან.