Thursd.com: Floristi-სა და ქართული ფლორისტული ბაზრის შესახებ

What do you think?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსოფლიოს წამყვანი ფლორისტული პლატფორმა Thursd.com დაინტერესდა Floristi-ის საქმიანობით და მარსელ დე რომფის ავტორობით გამოაქვეყნა ვრცელი სტატია.

სტატია მიმოიხილავს ქართულ ფლორისტულ ბაზარს და მის როლს, როგორც სტაბილურ, პარტნიორობაზე ორიენტირებულ ლიდერს.

გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს:

Floristi საქართველოში ყვავილების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს ქმნის – ხარისხის, სტაბილურობისა და სანდო პარტნიორობის გზით.

საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარობს, ბოლო წლებში ადგილობრივი ყვავილების ინდუსტრიის პროგრესით გამოირჩევა.

ადგილობრივი ფლორისტები სულ უფრო მეტად ითვალისწინებენ დიზაინის ტენდენციებს, მომხმარებლების მოლოდინები იზრდება, ხოლო ყვავილების მიღმა არსებული ინფრასტრუქტურა – მიწოდება, ლოჯისტიკა, მასალები – ნელ-ნელა ვითარდება. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული თბილისში დაფუძნებული Floristi, ერთ-ერთი წამყვანი B2B ყვავილების დისტრიბუტორი საქართველოში.

ფლორისტიკა საქართველოში: ბაზარი ცვლილების პროცესში

საქართველოს ყვავილების ბაზარი ყოველთვის აქტიური იყო, განსაკუთრებით ისეთ დღესასწაულებზე, როგორიცაა ქალთა დღე (8 მარტი), ვალენტინობა, მასწავლებლის დღე (5 ოქტომბერი) და ახალი წელი. თუმცა აქცენტი მეტად სეზონურ გაყიდვებზე კეთდებოდა, ვიდრე პროფესიულ დიზაინზე.

მაღაზიების დიდი ნაწილი  იმედს მხოლოდ იმპორტირებულ ყვავილებზე ამყარებდა, რომელიც ხარისხით და სტაბილური მიწოდებით არ გამოირჩეოდა.

წლების განმავლობაში განათლება ფლორისტიკაში შეზღუდული იყო, ხოლო თავად ფლორისტიკა, როგორც დიზაინის დისციპლინა და ინდუსტრია, ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზე იმყოფებოდა.

დღეს ეს ვითარება ნელ-ნელა იცვლება.
ახალგაზრდა ფლორისტები სწავლობენ საზღვარგარეთ, იღებენ გამოცდილებას და საქართველოში მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებენ. მომხმარებლებიც ცელოფანში შეფუთულ ვარდების თაიგულზე მეტს ითხოვს. ხოლო ქორწილების, ღონისძიებებისა და ინტერიერის მცენარეთა დიზაინის კულტურა სულ უფრო ფართოდ ვრცელდება.

ამ ცვლილებებთან ერთად იზრდება საჭიროება ახალი ტიპის მომწოდებლის მიმართ, რომელიც კარგად აცნობიერებს თანამედროვე ფლორისტების მოთხოვნებსა და მიზნებს.

სწორედ აქ შემოდის Floristi.

ძირითადი ფასეულობები: ხარისხი, სტაბილურობა და პარტნიორობა.

Floristi-ის საქმიანობა სამ მარტივ, მაგრამ ძლიერ პრინციპზეა დაფუძნებული: ხარისხი, სტაბილურობა და პარტნიორობის განვითარება. ეს სიტყვები მხოლოდ ლოზუნგები არაა. ყვავილების ბაზარზე, სადაც ხელმისაწვდომობა და ხარისხი ხშირად არასტაბილურია, ამ ძირითადი საკითხების სწორად დაგეგმვა შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

უსასრულო არჩევანის ნაცვლად, Floristi ყურადღებას ამახვილებს ფრთხილად შერჩეულ ყვავილებზე, ქოთნის მცენარეებსა და დიზაინის მასალებზე, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ. მათ შორის არის ისეთი ბრენდები, რომლებმაც ევროპულ ბაზარზე უკვე დაიმკვიდრეს ადგილი: Oasis, Spring Holland და Mosy.

ამ პარტნიორობების საშუალებით Floristi ქართულ ბაზარს სანდო და ხარისხიან პროდუქტებს სთავაზობს.

თუმცა, საქმე მხოლოდ მარაგში არსებული პროდუქციის რაოდენობაზე არ არის. Floristi ამაყობს თავისი სანდო და სტაბილური მიწოდებით, რომელიც ყოველკვირეულად ხორციელდება. ეს ყოველივე დიზაინერებს საშუალებას აძლევს თავდაჯერებულად და თავისუფლად დაგეგმონ საქმიანობა.

Floristi-ს მთავარი უპირატესობა – გრძელვადიანი პარტნიორები.

Floristi განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და შენარჩუნებას. იქნება ეს პატარა ფლორისტული მაღაზია თუ დიდი ღონისძიების გუნდი, მიდგომა ყოველთვის ერთნაირია: მოსმენა, მხარდაჭერა და მუდმივი თანადგომა.

მათი მუშაობის სტილი გამოირჩევა მშვიდი პროფესიონალიზმით: ისინი სვამენ მიზანმიმართულ კითხვებს, სთავაზობენ პოტეცნიურ მომხმარებლებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს და გვერდში უდგანან მაშინ, როცა საქმე რთულდება.
ეს სტაბილური მხარდაჭერა ფლორისტებს აძლევს განვითარების საშუალებას და ხელს უწყობს მათ კონცენტრირდენ კრეატიულობაზე.

სტანდარტების მუდმივი ამაღლება

Floristi არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქციის მიწოდებით – ისინი ცოდნასაც უზიარებენ პარტნიორებს. მათი გუნდი რეგულარულად ესწრება საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებს, როგორიცაა საერთაშორისო ფლორისტიკის სავაჭრო გამოფენა (IFTF) ჰოლანდიაში, და ორმაგ კავშირს ინარჩუნებს ინდუსტრიასთან კენიაში, ეთიოპიასა და ჰოლანდიაში.

ეს ვიზიტები მხოლოდ ინსპირაციის მიზნით არ ტარდება – ისინი გრძელვადიანი ვალდებულების ნაწილია, რომელიც ემსახურება  საქართველოს ყვავილების სექტორის გლობალურ ბაზართან ინტეგრირებას.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ისინი კლიენტებს უზიარებენ მიღებულ გამოცდილებას, რაც შეიძლება მოიცავდეს ახალი პროდუქტის დემონსტრაციას, დიზაინის სემინარებსან ინფორმაციას უახლოესი ტენდენციების შესახებ.

Floristi-ის საბოლოო მიზანი ერთია, დაეხმარონ ქართველ ფლორისტებს პროფესიული ცოდნის ამაღლებაში.

Floristi-ის Instagram და Facebook პლატფორმებზე მარტივად იგრძნობა მათი სტილი. ტონი მშვიდია, მაგრამ ორგანიზებული: სუფთა ვიზუალები, პროდუქტის განახლებები და აქცენტები კლიენტთა შედეგებზე.

არც მასიური კამპანიები, არც ხმაურიანი ბრენდინგი – მხოლოდ რეალური ინფორმაცია ფლორისტებისთვის, რომლებიც საკუთარ საქმეს სერიოზულად ეკიდებიან.

ბაზარზე, სადაც ძველი ტრადიციები და ახალი ამბიციები ერთდროულად არსებობს, სტაბილურობა და სანდო იმიჯი მნიშვნელოვანია.

თუ საქართველოს ფლორისტიკის მომავალი სანდო, კრეატიულ და ნამდვილი ურთიერთობებზეა დაფუძნებული, მაშინ Floristi ამისთვის სრულ მზადყოფნაშია.

მსგავსი სიახლეები

მოჭრილი ყვავილის შენახვის წესები – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

გიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს იმისათვის, რომ თქვენმა ყვავილებმა დიდხანს შეინარჩუნოს სიხისტე, ფერი და არ დაჭკნეს მალე.

როგორ მოვჭრათ და მოვუაროთ სხვა და სხვა ტიპის ყვავილებს

გიზიარებთ რამდენიმე რჩევას სხვადასხვა ტიპის ყვავილებისთვის, თუ როდის უნდა მოჭრათ და როგორ მოუაროთ თითოეულ მათგანს სიცოხლის გახანგრძლივებისა და სილამაზის შესანარჩუნებლად